სახალხო დამცველი სამეგრელოში, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივებს შეხვდა

სახალხო დამცველი სამეგრელოში

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სამეგრელოში, აფხაზეთის საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ადგილობრივებს შეხვდა. ომბუდსმენმა სოფელ ორსანტიაში, კოკსა და შამგონაში შეკრებილებისგან მათი პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ მოისმინა და თავად ყურადღება არსებულ მიგრაციის, ინფრასტრუქტურულ და სერვისებზე ხელმისაწვდომის პრობლემებზე გაამახვილა, ამასთან, აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მათი ინტერესების გათვალისწინებით, რათა ყველა საკითხი მოგვარებული იყოს.

"ყველა საკითხი, რომელსაც ეს ადამიანები აყენებენ, დაწყებული ინფრასტრუქტურიდან, დამთავრებული სერვისებით, მათ შორის განათლების საკითხებით, მოგვარებული იყოს იმდაგვარად, რომ ამ ადამიანებისთვის ეს გარემო იყოს მაქსიმალურად კომფორტული საცხოვრებლად. მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ ადამიანებს, რომლებიც ცხოვრობენ საოკუპაციო ხაზის მიღმა, არ ჰქონდეთ სურვილი, რომ დატოვონ თავიანთი სოფლები", - აცხადებს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი.