ხვალიდან საქართველოში ახალი კანონი ამოქმედდება! - ვის შეეხება ცვლილებები
1761940452
 
                                                                ნიდერლანდებში, ცენტრისტულმა პარტიამ D66-მა საყოველთაო არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მიიღო, რაც მის 38 წლის ლიდერს, რობ იეტენს გზას უხსნის, გახდეს ნიდერლანდების ყველაზე ახალგაზრდა პრემიერ-მინისტრი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
თითქმის ყველა ხმის დათვლის შემდეგ, პარტია D66-ს ვეღარ გადაასწრებს ულტრამემარჯვენე თავისუფლების პარტია (PVV), რომელსაც გეერტ ვილდერსი ხელმძღვანელობს.
„ამომრჩევლებმა ნათლად მიანიშნეს თანამშრომლობის საჭიროებაზე“, - განუცხადა იეტენმა ჟურნალისტებს პარასკევს.
„ჩვენ გვსურს, ვიპოვოთ ისეთი უმრავლესობა, რომელიც მონდომებით იმუშავებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა საბინაო ბაზარი, მიგრაცია, კლიმატი და ეკონომიკა“, - დასძინა მან.