Reuters: აშშ-ში „შათდაუნის“ გამო 7 ათასამდე ავიარეისი გადაიდო

jj

ამერიკის შეერთებულ შტატებში 7 ათასამდე ავიარეისი გადაიდო. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ავიარეისების გადადების მიზეზი ქვეყნის მთავრობის მუშაობის დროებითი შეჩერებით, ე. წ. შათდაუნით გამოწვეული პრობლემებია, კერძოდ, დისპეტჩერების არასაკმარისი რაოდენობა.

ავიარეისების უმეტესობა ნიუ-ჯერსის, ოსტინისა და დალასის აეროპორტებში გადაიდო.

„შათდაუნი“ აშშ-ში უკვე 27-ე დღეა გრძელდება. ყველაზე ხანგრძლივი „შათდაუნი“ შტატების ისტორიაში, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ვადის დროს, 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 35 დღის განმავლობაში გაგრძელდა.