1750362602
რას წერს თბილისზე ბრიტანელი ქალი, რომელმაც მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში მარტომ იმოგზაურა

ლიდია სვინსკო, რომელმაც 20 წლის განმავლობაში მსოფლიოს 60-ზე მეტ ქვეყანაში მარტომ იმოგზაურა, ევროპის საუკეთესო ტურისტულ მარშუტებს და ქალაქებს ასახელებს. მის მიმოხილვას Dayli Mail აქვეყნებს.
„დიდი ხანია კამათობენ, ტრანსკონტინენტური ქვეყანა - საქართველო ევროპაში მდებარეობს თუ აზიაში, მაგრამ, რადგან ბევრი ქართველი თავს ევროპელად თვლის, ჩემს სიაში მშვენიერი თბილისი შევიტანე. ეს ქალაქი იდეალურია მარტოხელა მოგზაურებისთვის, რადგან გასაქირავებელი ბინების და განსაცვიფრებელი რესტორნების ფართო არჩევანია, შემიძლია თვეები გავატარო საქართველოს დედაქალაქში. მიუხედავად იმისა, რომ ოდესღაც ის ცოტა უფრო შეუმჩნეველი იყო, დიდი ბრიტანეთიდან პირდაპირი ფრენების ნაკლებობის გამო, ახლა easyJet და British Airways ლონდონის აეროპორტებიდან ასრულებენ რეისებს.
იდეალურია როგორც სოფლის, ასევე ქალაქის მოყვარულთათვის, ქალაქის ცენტრიდან შეგიძლიათ წახვიდეთ ტურში - საცურაო ტბებით, შთამბეჭდავი ლაშქრობებით და უცნაური საბაგირო გზით გასეირნებით - და საკვებიც შესანიშნავია. ქალაქში საუკეთესო ხინკლის (ქართული პელმენების) დასაგემოვნებლად ეწვიეთ კლიკეს ხინკალს“, - წერს ცნობილი მოგზაური.