ლოცვა, რომელიც ყველა სურვილის ასრულებაში დაგეხმარებათ
1781122841
ქუვეითმა სამოქალაქო რეისებისთვის საჰაერო სივრცე ხელახლა გახსნა - განცხადება ცოტა ხნის წინ ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის გენერალურმა სამსახურმა გააკეთა. მანამდე, გამთენიისას, ირანის თავდასხმების შემდეგ საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა.
საავიაციო უწყება "მუდმივად აკვირდება სიტუაციას 24 საათის განმავლობაში", - ნათქვამია განცხადებაში. ქუვეითის საერთაშორისო აეროპორტი ახლა ნორმალურ ფუნქციონირებას დაუბრუნდა.
ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის განცხადებით კი, ხუთშაბათს დილით, ქუვეითში, იორდანიასა და ბაჰრეინში აშშ-ის საჰაერო ბაზებზე თავდასხმა განახორციელა.