„დედა, მეუღლე და მისი მეგობარი ქალი დანით დაჭრა...“ - შსს განცხადებას ავრცელებს
1781170692
კბილის დაკარგვა ბევრისთვის მხოლოდ ესთეტიკურ პრობლემასთან ასოცირდება, თუმცა რეალურად მისი გავლენა გაცილებით მასშტაბურია. დაკარგული კბილის დროულად აღდგენა აუცილებელია როგორც პირის ღრუს ჯანმრთელობისთვის, ისე ღეჭვის სრულფასოვანი ფუნქციისთვის. ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი და გრძელვადიანი საშუალება კბილის იმპლანტაციაა.
რა ცვლილებები იწყება კბილის დაკარგვის შემდეგ?
როდესაც რომელიმე კბილის ან კბილების ადგილი თავისუფლდება, მეზობელი კბილები გამოთავისუფლებული სივრცისკენ გადაადგილებას იწყებს. შედეგად, ირღვევა თანკბილვა, არასწორად ნაწილდება დატვირთვა ყბაზე და უარესდება ღეჭვის ფუნქცია. დროთა განმავლობაში შესაძლოა, ამ პრობლემებს დაემატოს ყბის ძვლის ატროფია, რაც ძვლის მოცულობისა და სიმკვრივის დაკარგვას გულისხმობს. ეს განპირობებულია იმით, რომ ყბის ის უბანი, სადაც მანამდე კბილი იყო განთავსებული, ბუნებრივ დატვირთვას ვეღარ იღებს. სწორედ ამიტომ, რაც უფრო დიდხანს გადაიდება მკურნალობა, მით უფრო კომპლექსური შეიძლება გახდეს კბილის აღდგენა.
ზოგიერთ შემთხვევაში კბილის იმპლანტაცია შესაძლებელია ექსტრაქციისთანავე. სხვა შემთხვევებში საჭიროა, ეს პროცედურა რამდენიმე კვირის ან თვის შემდეგ შესრულდეს, რათა ქსოვილები სათანადოდ შეხორცდეს. გადაწყვეტილებას ექიმი დიაგნოსტიკისა და ამოღებული კბილის ადგილის შეფასების საფუძველზე იღებს.
რას გულისხმობს კბილის იმპლანტაცია და როგორ იგეგმება პროცედურა?
კბილის იმპლანტაცია დაკარგული კბილის აღდგენის თანამედროვე მეთოდია, რაც ყბის ძვალში ფესვის ნაცვლად ტიტანის ან სხვა ბიოთავსებადი მასალისგან დამზადებული იმპლანტის განთავსებას გულისხმობს. მასზე შემდგომ გვირგვინი ფიქსირდება, რომლის დანიშნულებაც კბილის ბუნებრივი ვიზუალისა და ფუნქციის აღდგენაა.
იმპლანტაციის წარმატება დიდწილად მკურნალობის პროცესის სწორად დაგეგმვაზეა დამოკიდებული, რისთვისაც არა მხოლოდ დეტალური დიაგნოსტიკაა აუცილებელია, არამედ სპეციალისტის კვალიფიკაციაც. გადადით ბმულზე და გაიცანით გამოცდილი სტომატოლოგები თბილისში.
დიაგნოსტიკის პროცესში მნიშვნელოვანია, ჩატარდეს ისეთი კვლევები, როგორებიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია (CBCT), რენტგენოლოგიური კვლევები, ციფრული სკანირება და 3D მოდელირება. ეს ტექნოლოგიები სპეციალისტს საშუალებას აძლევს, ზუსტად შეაფასოს ძვლის მოცულობა, ყბის ანატომიური თავისებურებები და განსაზღვროს იმპლანტის განთავსებისთვის საუკეთესო პოზიცია.
აღნიშნული კვლევებისთვის გირჩევთ, ეწვიოთ „პრიმეროს“, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალტექნოლოგიური სტომატოლოგიური კლინიკაა თბილისში. აქვე შეძლებთ, ჩაიტაროთ კბილის იმპლანტაციისა და, საჭიროების შემთხვევაში, სხვა ნებისმიერი პროცედურა უახლესი მეთოდებით. კითხვებისთვის ან ვიზიტზე ჩასაწერად იხილეთ „პრიმეროს“ საკონტაქტო ინფორმაცია.