„გავბედნიერდი...“ - ქეთი ეგიდუნაშვილი გათხოვდა
1747511771
ყირიმში მცხოვრებმა ქალმა რუსი ოკუპანტების მხარდაჭერის გამო ქმარს ტაფით სცემა.
UNIAN-ის ინფორმაციით, სვეტლანა და ოლეგი, რომელიც სევასტოპოლიდანაა ერთმანეთს სამი წლის წინ შეხვდნენ და დაქორწინდნენ. მათ შორის განხეთქილება 24 თებერვლიდან დაიწყო, როცა ქმარმა უკრაინაში ომის დაწყებას მხარი დაუჭირა.
კაცი ტაფის ჩარტყმისას გაითიშა, გონებადაკარგულს კი ცოლმა თავი ნაგვის ურნაში ჩააყოფინა.
გაბრაზებულმა ქალმა ბაღის ნიჩბით ჩამოჭრა ყველა Z და V დროშა სახლში და ეზოში. ამის შემდეგ მან ქმრის მანქანას ბენზინი დაასხა და ყველა „პატრიოტული“ სტიკერი წაშალა.
როცა კაცი გონს მოვიდა, პოლიციაში ცოლის წინააღმდეგ განცხადება დაწერა და ახალი სტიკერების ყიდვა დააპირა.
UNIAN წერს, რომ კაცმა ცოლის წინააღმდეგ „ზომების მიღება მოითხოვა“, მისი თქმით, სვეტლანა „ანტირუსულ განწყობებს“ გამოხატავს და საერთო შვილს ხელისუფლების წინააღმდეგ ამხედრებს.
იყავით ფრთხილად! - ბათუმში ქარიშხალი დაიწყო
1747513602
ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს
1747514035