ბათუმში დაკარგული ალექსანდრე მიქელაძის დედა ვიდეომიმართვას ავრცელებს
1755199255
უკრაინის რადას დეპუტატი, ევროსაბჭოს მიგრაციის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ოლექსი გონჩარენკო ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ უკრაინა მზადაა დაიცვას კოსოვოელები იმ შემთხვევაში, თუ სერბეთი იქ შეიჭრება.
„თუ სერბეთი შეიჭერება კოსოვოში, ჩვენ უნდა დავიცვათ კოსოვოელები. უკრაინა მზადაა იმოქმედოს შეიარაღებული ძალებით. სერბეთი ცდილობს წამოიწყოს აგრესიული ომი, ზედმიწევნით პუტინის მეთოდით. როგორც ვთქვი, სერბეთი პუტინის ტროას ცხენია ევროპაში. ომი საშინელებაა, ყველგან მსოფლიოში“, - წერს გონჩარენკო