პუტინი აცხადებს, რომ ამჟამად ფრონტზე რუსეთის მხრიდან 700 ათასი სამხედრო იბრძვის

პუტინი

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ამჟამად უკრაინის წინააღმდეგ ომში 700 ათასი სამხედრო მონაწილეობს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კრემლის ლიდერმა რუსეთის დღესთან დაკავშირებით სამხედროებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.

„უბრალოდ თქვენი ნახვა მსურდა, მადლობის სათქმელად და გთხოვთ გადასცეთ მადლიერების სიტყვები ყველა მამაკაცს, ჩვენს მებრძოლს, რომლებიც თქვენს გვერდით არიან. ნათელია, რომ იქ დიდი დაჯგუფება გვყავს – 700 ათასზე მეტი ადამიანი“, – განაცხადა პუტინმა.