პუტინი: 2022 წლის თებერვალში მიღებული გადაწყვეტილება სწორი და დროული იყო

პუტინი

2022 წლის თებერვალში მიღებული გადაწყვეტილება სწორი და დროული იყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელ პირებთან გამართულ შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა აღნიშნა, რომ „გაათავისუფლეს თითქმის 5 000 კვადრატული კილომეტრი ტერიტორია და 212 დასახლებული პუნქტი“. რუსეთის ლიდერის თქმით, ამ წარმატების მიღწევაში დიდი როლი აქვთ სამხედროებს, რისთვისაც ის მადლიერებას გამოხატავს მათ მიმართ. პუტინმა ასევე ისაუბრა თავდაცვის მრეწველობაზეც.

„თავდაცვის მრეწველობის საწარმოები სრულად აკმაყოფილებენ შეიარაღებული ძალების საჭიროებებს მაღალი სიზუსტის იარაღზე, რაკეტებზე, საბრძოლო მასალაზე, შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკაზე. დაგეგმილი მიწოდებების პარალელურად, დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს უახლესი იარაღის შემუშავება და ჯარებისთვის მისი მიწოდება“, – თქვა პუტინმა.

მან ასევე განაცხადა, რომ ფრონტის ხაზის გასწვრივ უკრაინა უკან იხევს ჯიუტი მცდელობების მიუხედავად.

„ამ ფონზე, კიევის რეჟიმი, რომელსაც სურს თავისი დასავლელი სპონსორების წინაშე გარკვეული წარმატების დემონსტრირება, ცდილობს რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში სრულიად მშვიდობიან სამიზნეებზე დარტყმას. ეს მათ არ დაეხმარებათ. ჩვენი ამოცანაა რუსეთის მოქალაქეების, სტრატეგიული ობიექტებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის, მათ შორის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა პუტინმა.