„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს

ენერგო პრო

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 მარტს 01:30-დან 02:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - წყლულეთი, მსხალდიდი, მუხათწყარო, ლისი და მიმდებარე სოფლებში;

10:00-დან 10:10 საათამდე და 18:00-დან 18:10 საათამდე აბონენტებს მცხეთაში გმირის, ღვინჯილიას, შრომის და მიმდებარე ქუჩებზე;

10:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ლისი, მუხათწყარო, მსხალდიდი, ნაფეტვრები და მიმდებარე სოფლებში;

11:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში ზაჰესი, მუხათგვერდი და მიმდებარე სოფლებში;

16:30-დან 18:30 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ციხისძირი, მუხრანი, ქსანი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.