პენტაგონში მომხდარი ინციდენტი ცრუ განგაში იყო - „სიენენი“

pentagoni

პენტაგონში მომხდარი ინციდენტი ცრუ განგაში აღმოჩნდა. ინფორმაციას „სიენენი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენტაგონის რამდენიმე სართული ჩაიკეტა და შენობიდან ადამიანების ევაკუაცია მიმდინარეობდა.

როგორც „სიენენი“ წერდა, მიზეზი „ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული პრობლემა“ იყო.