სტიქია კახეთში - ძლიერმა ქარმა და წვიმამ ახმეტასა და თელავში პრობლემები შექმნა
1753992233
გერმანელი ბიათლონისტი ლაურა დალმაიერი პაკისტანის მთებში ქვათაცვენის შედეგად დაიღუპა. ის 31 წლის იყო.
დალმაიერი ქვათაცვენაში 28 ივლისს, დაახლოებით 5700 მეტრის სიმაღლეზე მოჰყვა, როდესაც ლაილას მწვერვალზე ადიოდა. მისმა მეწყვილემ სამაშველო სამსახური დაუყოვნებლივ გამოიძახა, თუმცა სპეციალისტებმა სპორტსმენთან დროულად მისვლა უამინდობის გამო ვერ მოახერხეს.
დალმაიერი 2010-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ბიათლონისტი იყო. 2016/2017 წლების სეზონში მან მსოფლიო თასი მოიგო, 2018 წელს ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა, მის ანგარიშზეა მსოფლიო ჩემპიონატის 7 ოქროს მედალი. მან კარიერა 25 წლის ასაკში დაასრულა და ამის მიზეზად საჭირო მოტივაციის არარსებობა დაასახელა.