1745863963
ომი გრძელდება უკრაინაში, ოკუპანტებმა კუპიანსკის მიმართულებით მართვადი ავიაბომბები გაუშვეს - დანგრეულია სასწავლო დაწესებულება, მაშველებმა ნანგრევებში ერთი მოქალაქის ცხედარს მიაგნეს

ომი გრძელდება უკრაინაში. ოკუპანტებმა კუპიანსკის მიმართულებით მართვადი ავიაბომბები გაუშვეს - დანგრეულია ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულება. მაშველებმა ნანგრევებში ერთი მოქალაქის ცხედარს მიაგნეს. დაშავებულია ორი მოქალაქე. ადგილობრივი მედიის მონაცემებით, თავდასხმის შედეგად დაზიანებულია 7 საცხოვრებელი სახლი.
შეტევა იყო დონეცკის ოლქზეც. კონსტანტინოვკაზე იერიში რუსეთის ძალებმა საავიაციო ბომბებით განახორციელეს. არის მსხვერპლი. დაიღუპა სამი ადამიანი, ოთხი დაიჭრა. დაზიანდა 21 საცხოვრებელი სახლი და კერძო მეურნეობა.
აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა მაიკ უოლცმა განაცხადა, რომ ტრამპი რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებებს წინ წაწევისთვისგამოიყენებს "როგორც სტაფილოს, ასევე ჯოხს".
უოლცმა ეს კომენტარი ""ფოქს ნიუსის"" ეთერში მას შემდეგ გააკეთა, რაც ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ""პუტინს არანაირი მიზეზი არ ჰქონდა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რაკეტებით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ქალაქებსა და დაბებზე შეეტია.“
განცხადება გააკეთა უკრაინის პრეზიდენტმაც. ვოლოდიმირ ზელენსკიამბობს, რომ უკრაინა ინარჩუნებს ძლიერ პოზიციებს იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს სათანადო დიპლომატიური პროცესი. ზელენსკი იმეორებს, რომ რუსეთზე ზეწოლა აუცილებელია, რათა ომის შესაჩერებლად ყველა ნაბიჯი გადადგას.