დაღუპულია 23 წლის ბიჭი - ტრაგედია გონიოში
1752696309
სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების წინასწარი ხელმოწერის იდეა განხილვის სტადიაზეა, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილება თუ არა სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების წინასწარი ხელმოწერის შესაძლებლობა, ნიკოლ ფაშინიანმა აღნიშნა, რომ ასეთი იდეა განიხილება.
„დიახ, ასეთი იდეაც არსებობს. სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო შეთანხმების პროექტის ტექსტი შეთანხმებული იყო და მოლაპარაკებები დასრულებულია. წინასწარი ხელმოწერის იდეაც მოლაპარაკებების მაგიდაზე და დღის წესრიგშია, ეს არის ერთ-ერთი არსებული განსახილველი ვარიანტი, რომელიც შეიძლება, რეალისტური იყოს გარკვეულ გარემოებებში ან არ იყოს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, სომხეთის მთავრობა არ გაუშვებდა და არ უშვებს ხელიდან არცერთ შესაძლებლობას, რათა იმოძრაოს წინ სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისკენ, სომხეთის სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით.
„მეორე მხრივ, უნდა გავიაზროთ, სამყარო დინამიკურია, ყურადღებით უნდა ვიყოთ, მოულოდნელად არ აღმოჩნდეს, რომ ვუყურებთ და ვერ ვხედავთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც არსებობს“, – განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.