ნიკოლ ფაშინიანი: კტრიჩ ნერსისიანიც ჩემი ძმაა, მაგრამ ის კათოლიკოსი არ არის და უზენაესი საპატრიარქო უნდა დატოვოს, ის თუ არ წავა, ერთად წავალთ, როგორც ძმები

ნიკოლ ფაშინიანი

კტრიჩ ნერსისიანიც ჩემი ძმაა, მაგრამ ის კათოლიკოსი არ არის და უზენაესი საპატრიარქო უნდა დატოვოს, ის თუ არ წავა, ერთად წავალთ, როგორც ძმები, პატივცემულო დაქორწინებულო მღვდლებო, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, სოციალურ ქსელში დაწერა.

„არაერთმა დაქორწინებულმა მღვდელმა, მათი უფროსების მითითებითა და იძულებით, სცადა ჩემი გუშინდელი განცხადების უარყოფა, რომ სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის ყველა დაქორწინებული მღვდელი ჩემი ძმაა, რადგან ისინი არ ატყუებენ ხალხს და ღმერთს. ძვირფასო მამებო, მე კითხვა არ დამისვამს, მე ვაცხადებდი და ვიმეორებ: სომხური სამოციქულო წმინდა ეკლესიის ყველა თქვენი დაქორწინებული მღვდელი ჩემი ძმაა, მათ შორის ისინიც, ვინც უარყოფით განცხადებებს აკეთებენ, რადგან თქვენ არც ხალხს ატყუებთ და არც ღმერთს. მაგრამ საბოლოო ჯამში, თუ შენც გყავს შვილი, კტრიჩ ნერსისიან, რატომ აქვს მას ეკლესიაში შენზე მაღალი სტატუსი, იმ სიტუაციაში, როდესაც ის ატყუებს ადამიანებს და ღმერთს, შენ კი არა? როდესაც მან ეკლესიასთან ქორწინების აღთქმა დადო და ეკლესიას უღალატა, და მისი მაღალი სტატუსი ამ აღთქმაზეა დაფუძნებული, რომელიც მან დაარღვია. რატომ უნდა ჰქონდეს თქვენზე მართვა მრუშ „უქორწინებელს”, თუ მან ეს უფლება მხოლოდ უქორწინებლობის აღთქმით შეიძინა, რომელიც მან შეურაცხყო? კტრიჩ ნერსისიანიც ჩემი ძმაა, მაგრამ ის კათოლიკოსი არ არის და უზენაესი საპატრიარქო უნდა დატოვოს, თუ ის არ წავა, ერთად წავალთ, როგორც ძმები, პატივცემულო დაქორწინებულო მღვდლებო”, – წერს ნიკოლ ფაშინიანი სოცალურ ქსელში.