“ჯორჯიან ეარვეისი” 2 ივლისიდან თელ-ავივის მიმართულებით რეისებს განრიგის მიხედვით შეასრულებს

ჯორჯიან ეარვეისი

მგზავრთა საყურადღებოდ!
გაცნობებთ, რომ 2 ივლისიდან თბილისი–თელ-ავივი–თბილისის მიმართულებით დაგეგმილი რეისები განრიგის მიხედვით შესრულდება. ავიარეისები განხორციელდება ოპერატიული მდგომარეობის გათვალისწინებით, მგზავრთა მაქსიმალური უსაფრთხოების ზომებით.
ხვალ, 2 ივლისს თელ-ავივის მიმართულებით პირდაპირი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 06:10 საათზე შესრულდება, ხოლო თელ-ავივიდან თბილისის მიმართულებით რეისი 08:45 საათზე გამოფრინდება.
ავიაბილეთების შეძენა შესაძლებელია “ჯორჯიან ეარვეისის” გაყიდვების ოფისებში, პარტნიორ სააგენტოებში, ვებ-საიტზე www.georgian-airways.com
ან მობილური აპლიკაციის მეშვეობით.