სასიხარულო ინფორმაცია მგზავრებისთვის, რომელიც 27 სექტემბრიდან ამოქმედდება
1758227410
ნავთობის ფასი თუ შემცირდება, პუტინი ომს გამოეთიშება, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრთან, კირ სტარმერთან გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ტრამპმა უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ევროპის ქვეყნების ნაწილი რუსეთისგან ნავთობს კვლავ ყიდულობს.
„საქმე ძალიან მარტივადაა, თუ ნავთობი ფასი შემცირდება, პუტინი გამოეთიშება ომს, მას არ ექნება სხვა არჩევანი. როგორც იცით მე ძალიან ახლოს ვარ ინდოეთის პრემიერ მინისტრთან და კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ მე ისინი დავასანქცირე, ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედებს დიდი ტარიფები, თუმცამე ვარ მზად სხვა რაღაცებიც გავაკეთო. როდესაც გავიგე, რომ ხალხი, რომლისთვისაც ვიბრძვი, რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს, ამან იმედი გამიცრუა. ამის გაკეთება არ შეიძლება. ეს არ არის სამართლიანი თამაში აშშ-თან. ნავთობის ფასი თუ დაეცემა, ძალიან მარტივად რუსეთი მოგვარდება“, – განაცხადა ტრამპმა.