1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
მსოფლიო პუტინის პასუხს ელოდება - ჩავა თუ არა კრემლის ლიდერი 15 მაისს სტამბოლში უკრაინის პრეზიდენტთან შესახვედრად, ჯერ უცნობია.
ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ შეხვედრაზე დონალდ ტრამპის დასწრება მნიშვნელოვანია. ასევე იმედოვნებს, რომ პუტინი შეხვედრას თავს არ აარიდებს.
თურქეთის პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინის საკითხზე სამშვიდობო მოლაპარაკებებში "გარდამტეხი მომენტია" და მხარეებს ახალი კონსულტაციების ორგანიზებას სთავაზობს.
უკრაინის საკითხი განიხილეს ლონდონში. "ვაიმარი +"-ის ფორმატის ფარგლებში ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთს 30 დღით ცეცხლის უპირობო შეწყვეტისკენ მოუწოდეს დიპლომატებმა. ცეცხლის შეწყვეტა "შექმნიდა სივრცეს სამართლიანი, სრულფასოვანი და მდგრადი მშვიდობის შესახებ მოლაპარაკებებისთვის" - აღნიშნულია სამიტის ერთობლივ განცხადებაში.
პარალელურად, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში იარაღის და საბრძოლო მასალის შესაძენად, ევროკავშირი უკრაინას 900 მილიონ ევროს გადასცემს. აღნიშნული თანხა გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებულ მოგებას წარმოადგენს.