მოსკოვში, უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი გარდაცვლილი იპოვეს

ანდრეი ბადალოვი

მოსკოვში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი კომპანიის, „ტრანსნეფტის“ ვიცე-პრეზიდენტმა, ანდრეი ბადალოვმა თავი მოიკლა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობების თანახმად, ბადალოვის ცხედარი მის საცხოვრებელ კორპუსთან აღმოაჩინეს. პირველადი ვერსიით, ის ფანჯრიდან გადახტა.

ბადალოვის გარდაცვალება „ტრანსნეფტშიც“ დაადასტურეს. ის 61 წლის იყო.