1762539220
მოხუც კაცს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მოდელი შეუყვარდა და ცოლს განქორწინება სთხოვა
მოხუც კაცს ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული მოდელი შეუყვარდა და ცოლსგანქორწინება სთხოვა. შემთხვევა ჩინეთში ცოტა ხნის წინ მოხდა.
უცოხური გამოცემის ცნობით, 75 წლის მამაკაცი სოციალური მედიის დათვალიერებისას ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ქალის ავატარს წააწყდა. ციფრული ავატარების მცოდნე ადამიანებისთვის გოგონა აშკარად ხელოვნური ინტელექტის ქმნილებაა, მაგრამ მოხუცი კაცისთვის ის უბრალოდ ლამაზი გოგონა გახდა. დროთა განმავლობაში, ის იმდენად შეპყრობილი გახდა „ონლაინ შეყვარებულით“, რომ დღის ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი მისთვის გოგონასგან შერტყობინების მიღება იყო.
ცოლმა ეს შეამჩნია და მამაკაცს ტელეფონთან დიდი დროის გატარების გამო უსაყვედურა. სწორედ ამ დროს მოითხოვა მამაკაცმა განქორწინება, რათა მეტი დრო ავატართან „გაეტარებინა“.
საბოლოოდ, მოხუცის შვილებმა შეძლეს პენსიონერის გონზე მოყვანა და აუხსნეს, თუ როგორ მუშაობს ხელოვნური ინტელექტი და რომ მისი ინტერნეტ-შეყვარებული სინამდვილეში არ არსებობდა.
ექსპერტები აფრთხილებენ ხანდაზმული ნათესავების ოჯახებს, რომ ყურადღებით აკონტროლონ მათი ონლაინ აქტივობა, განსაკუთრებით თუ ისინი ძალიან დიდ დროს ატარებენ გაჯეტებთან. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიას აშკარა პრაქტიკული სარგებელი აქვს, ის ასევე შეიძლება უკიდურესად საშიში იყოს დაუცველი სამიზნეებისთვის.











