მნიშვნელოვანი და სასარგებლო საუბარი მქონდა დონალდ ტრამპთან, მადლიერი ვართ მხარდაჭერისთვის, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და დამოუკიდებლობა - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. მადლიერი ვართ გაწეული მხარდაჭერისთვის, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და ჩვენი დამოუკიდებლობა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკის განმარტებით, ტრამპს რუსეთის საჰაერო დარტყმებზე და უფრო ფართოდ, ფრონტზე არსებულ ვითარებაზე ესაუბრა.

„მადლობას გიხდით უკრაინისადმი ასეთი ყურადღებისთვის. ჩვენ განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და შევთანხმდით, რომ ვიმუშავებთ ცის დაცვის გასაძლიერებლად, ასევე დეტალურად ვისაუბრეთ თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობებზე, ერთობლივი წარმოების შესაძლებლობებზე. განვიხილეთ ორმხრივი შესყიდვები და ინვესტიციები. გმადლობთ“, – წერს ზელენსკი.