რა ახალი დეტალებია ცნობილი ქალზე, რომელიც მეუღლემ უგონო მდგომარეობაში ნახა
1749198939
იტალიის პარლამენტის ზედა პალატამ საბოლოოდ დაამტკიცა უსაფრთხოების ფართომასშტაბური ზომები, რომლის სამიზნეა საჯარო საპროტესტო აქციები, ჯიბის ქურდები და ის პირები, ვინც იკავებს კერძო ქონებასს, ასევე ე.წ. „ლეგალური“ კანაფი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
აღნიშნული ზომები ოპოზიციურმა ჯგუფებმა და სამოქალაქო უფლებების დამცველებმა გააკრიტიკეს, როგორც ზედმეტად რეპრესიული.
კანონპროექტი სისხლის სამართლის დანაშაულად აცხადებს გზების ბლოკირებასა და საზოგადოებრივი ქონების დაზიანებას.
ახალი კანონი მიმართულია კლიმატის აქტივისტების წინააღმდეგ, რომლებიც ხშირად აფერხებენ ტრანსპორტის მოძრაობას და საღებავებს ესვრიან მონუმენტებს.