მედია: ირანმა, შესაძლოა, ჰორმუზის სრუტე დაკეტოს

ირანმა, შესაძლოა, ჰორმუზის სრუტე დაკეტოს

ირანის ხელისუფლება ჰორმუზის სრუტის დაკეტვის ვარიანტს განიხილავს. ინფორმაციას The Times of Israel-ი ირანის პარლამენტის წევრზე, ბეჰნამ საიდიზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მსოფლიოში ნავთობის გადაზიდვების 20% ჰორმუზის სრუტის გავლით ხდება.

ირანი დასავლეთის ზეწოლის საპასუხოდ ჰორმუზის სრუტის დაკეტვით ადრეც იმუქრებოდა. როგორც გამოცემას წყარომ განუცხადა, კომერციული გემები ირანის წყლებში სრუტის გავლით ერიდებიან.