შეღავათი ათიათასობით მოქალაქეს ეხება - რა მომსახურებაზე ანახევრებს ფასებს იუსტიციის სახლი
1773693742
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანის ბირთვულ საფრთხეზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა, რომ კონფლიქტების თავიდან არიდება მისი პრიორიტეტია.
თეთრ სახლში გაკეთებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ომი მისი სურვილი არ არის, თუმცა ირანის ბირთვული იარაღით შეიარაღება გლობალურ კატასტროფას გამოიწვევს.
„მე არ მინდა ომები. ომი თითქმის ნებისმიერზე ნაკლებად მინდა... ვფიქრობ, ვიცე-პრეზიდენტს სხვებზე უკეთ ესმის - თუ ირანს ბირთვულ იარაღს მისცემთ, მსოფლიოს, სულ მცირე, ძალიან დიდი ნაწილი განადგურდება და ამ იარაღს თითქმის დაუყოვნებლივ გამოიყენებენ“, - განაცხადა აშშ-ის ლიდერმა.
.@POTUS: "I don't want wars. I want wars less than almost anybody... I think @VP understands better than most — if you give Iran a nuclear weapon, at least a very substantial part of the world would be blown up, and it'd be used almost immediately." https://t.co/P0bwpBnyaR pic.twitter.com/WgSgQTF0zy
— Rapid Response 47 (@RapidResponse47) March 16, 2026