როგორი ვითარებაა და რა კადრები ვრცელდება ყაზბეგიდან
1754023687
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთისა და კანადის გეგმებს პალესტინის სახელმწიფოს აღიარების შესახებ უმნიშვნელო უწოდა.
„ზოგიერთისთვის ეს გამაღიზიანებელია, მაგრამ უმნიშვნელოა. ეს არაფერს არ ნიშნავს“, – განაცხადა რუბიომ Fox News Radio-სთან საუბრისას.
ინტერვიუში მარკო რუბიომ სამი მთავარი არგუმენტი დაასახელა.
„უპირველესად, ამ ქვეყნებს არ აქვთ უნარი შექმნან პალესტინის სახელმწიფო. პალესტინის სახელმწიფო ვერ იარსებებს, თუ ისრაელი არ დაეთანხმება ამას. მეორეც, ისინი ვერც კი გეტყვიან, სად იქნება ეს პალესტინის სახელმწიფო. ვერ გეტყვიან, ვინ მართავს მას. მესამე, ეს კონტრპროდუქტიულია“, – აღნიშნა რუბიომ.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის თქმით, პალესტინის სახელმწიფოს აღიარება „ჰამასს“ ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებაზე უარის თქმისკენ წაახალისებს.