თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
ეს ევროპული პოლიტიკური საზოგადოებაა, რომლის წევრიც შეერთებული შტატები არ არის, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ დღეს გლობალურ საკითხებზეც ვისაუბრებთ, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ ერევანში განაცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მერვე სამიტი მიმდინარეობს.
„როგორც იცით, აშშ-ის მხრიდან გარკვეული იმედგაცრუება იყო, როდესაც საქმე ეხება ევროპის რეაქციას ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე და ისრაელისა და აშშ-ის ირანის წინააღმდეგ კამპანიაზე. თუმცა, ასევე ვიტყოდი, რომ ევროპელ ლიდერებთან ჩემი ყველა კონტექსტიდან გამომდინარე, რომ ევროპელმა ლიდერებმა მიიღეს გზავნილი. მათ ხმამაღლა და ნათლად გაიგეს აშშ-ის გზავნილი.
ამასთან, ვხედავ, რომ სულ უფრო მეტი ევროპული ქვეყანა წინასწარ პოზიციონირებს აუცილებელ ლოჯისტიკურ და სხვა სახის მხარდაჭერას. მე ვიტყოდი, რომ დიახ, იყო გარკვეული იმედგაცრუება აშშ-ის მხრიდან, მაგრამ ევროპელებმა მოუსმინეს აშშ-ს და აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილს, როგორც ეს გასულ წელს ნატო-ს სამიტზე გააკეთეს“,- განაცხადა რუტემ.