დილის 9 საათიდან 18.00 საათამდე მოძრაობა შეიზღუდება - გაფრთხილება მძღოლებს

მოძრაობა

შსს ხვალ, თბილისში, გარკვეულ მონაკვეთებზე საავტომობილო მოძრაობის შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით:
საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება ბუხაიძის ქუჩიდან სამრეკლოს ქუჩის მიმართულებით;

ნაწილობრივ შეიზღუდება საავტომობილო მოძრაობა ბუხაიძის ქუჩაზეც. აღნიშნულ მონაკვეთზე გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ქვეითად მოსიარულეთათვის;საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება ახვლედიანის მოედანსა და ახვლედიანის აღმართზე; ასევე, ნიაბის ქუჩიდან გუმბრის ქუჩის მიმართულებით;მეტროსადგურ "ავლაბრის" მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება გონაშვილის ქუჩიდან მესხიშვილის ქუჩის მიმართულებით.საპარკინგე სივრცე მოეწყობა ახვლედიანის მოედანზე დახეთაგუროვის ქუჩაზე, საიდანაც სამების ტაძრისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსების საშუალებით ან ფეხით ახვლედიანის ქუჩით. ასევე, მეტროსადგურ "ავლაბრიდან" ფეხით გონაშვილის ქუჩით.“ - წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.