VIDEO: ნუკი კოშკელიშვილმა შვილის სქესი გაიგო - კადრები
1750606224
უკვე დიდი ხანია ბრაზილიაში პოლიტიკური პროცესები საყოველთაო დაპირისპირების საგანია - ყოფილი პრეზიდენტი გადატრიალების მცდელობისთვის ციხეშია, ამჟამინდელი ლიდერი კი სამი ვადის განმავლობაში არაპოპულარობის პიკშია და ყველაზე მძიმე კრიზისს ებრძვის.
მიუხედავად ამისა, ბოლო კვირებში ბევრმა ბრაზილიელმა ყურადღება სრულიად განსხვავებულ თემებზე მიმართა - ეს ჰიპერ-რეალისტური თოჯინებია, რომელმაც მთელ ქვეყანაში “მორალური პანიკა“ გამოიწვია. ინფორმაციას Guardian ავრცელებს.
სოციალურ მედიაში და პოპულარულ სერიალებში ჩვილის გარეგნობასთან მაქსიმალურად მიახლოებული სათამაშოები გამოჩნდა. ამას ბევრი უარყოფითად შეხვდა. ბრაზილიის საკანონმდებლო ორგანოში ერთდროულად 30-მდე კანონპროექტი დარეგისტრირდა, რომელიც ჰიპერ-რეალისტური თოჯინების აკრძალვას ითვალისწინებს.
დისკუსია განსაკუთრებით გამწვავდა მას შემდეგ, რაც სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც მამა მცირეწლოვანს თავში ხელს ურტყამს. აღმოჩნდა, რომ მამაკაცს ბავშვი თოჯინაში შეეშალა. მცირეწლოვანი თავს კარგად გრძნობს, მამა კი სასამართლომ გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლა.