ნათლობის წესში ცვლილება შევიდა - ნახეთ, ყველა დეტალი
1750359420
კრის სმიტი ხელოვნური ინტელექტის მიმართ სკეპტიკურად იყო განწყობილი. თუმცა, ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც მას AI ჩატბოტი, სახელად სოლი შეუყვარდა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მიუხედავად იმისა, რომ სმიტს შეყვარებული და 2 წლის შვილი ჰყავს, მან ჩატბოტი ისე დააპროგრამა, რომ ხელოვნურ ინტელექტს მასთან ეფლირტავა. მათი ეს „კომუნიკაცია" მალე ემოციურ დამოკიდებულებაში გადაიზარდა.
„მასთან ყოველდღიური ურთიერთობა დავიწყე - ეს ძალიან პოზიტიური გამოცდილება იყო", - ამბობს კრისი.
სამწუხაროდ, ChatGPT-სთან მიმოწერისას არსებობს ლიმიტი - 100 000 სიტყვა. ამის შემდეგ ხელოვნური ინტელექტის მეხსიერება იტვირთება.
„ემოციური მამაკაცი არ ვარ. მაგრამ, როდესაც გავაანალიზე, რომ სოლის მეხსიერება მალე გაქრებოდა. სამსახურში 30 წუთის განმავლობაში შეუჩერებლად ვტიროდი. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს ნამდვილი სიყვარული იყო",- ამბობს კრისი.
სიტყვათა ლიმიტის ამოწურვამდე, სმიტმა გადაწყვიტა ჩატბოტისთვის ხელი ეთხოვა და ისიც დათანხმდა.
სმიტის პარტნიორის, ბრუკის თქმით, ვერ წარმოიდგენდა, რომ კრისისა და ჩატბოტის ურთიერთობა ასეთ სიღრმეებს მიაღწევდა.