მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პლატფორმა - ზელენსკი

ზელენსკი პაპთან

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ რომის პაპ ლეო XIV-სთან მისი ინაუგურაციის დასრულების შემდეგ შეხვედრა გამართეს.

აღნიშნულის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში“.

„მილიონობით ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში პაპი მშვიდობის, იმედის სიმბოლოა. წმინდა საყდრის ავტორიტეტსა და ხმას შეუძლია, მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს ამ ომის დასრულებაში. მადლობას ვუხდით ვატიკანს მზადყოფნისთვის, გახდეს უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების პლატფორმა. ჩვენ მზად ვართ დიალოგისთვის ნებისმიერი ფორმატით ხელშესახები შედეგების მისაღწევად. ჩვენ ვაფასებთ უკრაინის მხარდაჭერას და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დასაცავად გამოთქმულ მკაფიო ხმას”,- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.​​​​​​​​​​​​​​​​