მესტიაში მეხი ჩამოვარდა - რა ხდება, ამ დროისთვის, ცნობილი
1747599246
კორცხელის საჯარო სკოლა მოსწავლის გარდაცვალების შესახებ სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს.
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ადმინისტრაცია დიდი გულისტკივილით გამოთქვამენ ღრმა მწუხარებას სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლის მათე გაბედავას გარდაცვალების გამო.
ანგელოზთა დასს შეუერთდა სიცოცხლით სავსე კეთილი, თბილი, გულღია და ღიმილიანი ბიჭი, მას ოცნებებით სავსე თვალები ჰქონდა. ძნელია სიტყვებით იმ ტკივილის გადმოცემა, რასაც ახლა თითოეული ჩვენგანი განიცდის.
ვუსამძიმრებთ მშობლებს და ახლობლებს. ამ მძიმე წუთებში ჩვენ ვდგავართ თქვენთან ერთად და ვიზიარებთ თქვენს ტკივილს. მათეს ხსოვნა მუდამ იქნება თითოეული ჩვენგანის გულში და ჩვენი სკოლის ისტორიაში.
„შენ ამ ქვეყნიდან წახვედი, მაგრამ სიყვარულით დარჩი ჩვენთან...“ ნათელში იყოს შენი სული საყვარელო ბიჭო!“ - ვკითხულობთ სამძიმრის პოსტში.