„დასრულდა თავგადასავალი, რომელიც 4 წლის წინ დაიწყო...“ - გიორგი მამარდაშვილი მიმართვას ავრცელებს
1747602213
იტალიაში ახალგაზრდა ქართველი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, 34 წლის ქართველმა ერთ-ერთ სუპერმარკეტში პროდუქტები მოიპარა, სალაროსთან მისვლის დროს კი მხოლოდ ერთი პროდუქტის საფასური გადაიხადა. ქართველის საეჭვო ქცევა მაღაზიის დაცვის თანამშრომელმა შეამჩნია და მისი შეჩერება სცადა, თუმცა ქართველი დაცვის თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდა და გაიქცა.
კაცმა გაქცევა მაინც ვერ მოახერხა, რადგან სამართალდამცველებმა შეაჩერეს და დააკავეს.