1749217709
კოლუმბიის პრეზიდენტობის კანდიდატს ესროლეს

კოლუმბიაში, პრეზიდენტობის კანდიდატ მიგელ ურიბეს თავს დაესხნენ. პოლიტიკოსს დედაქალაქ ბოგოტაში გამართულ საარჩევნო ღონისძიებაზე სამჯერ ესროლეს. არსებული ინფორმაციით, მას ორი ტყვია თავში მოხვდა, ერთი კი მუხლში.
ურიბე საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა. თავდამსხმელი პოლიციამ დააკავა. მისი მოტივების შესახებ ამ ეტაპზე არაფერია ცნობილი. დაწყებულია გამოძიება.
39 წლის ურიბე ოპოზიციური კონსერვატიული პარტიის „დემოკრატიული ცენტრის“ წარმომადგენელია. ის რეგულარულად აკრიტიკებს ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, მემარცხენე გუსტავო პეტროს.