ხელოვნური ინტელექტი ქალს დაფეხმძიმებაში დაეხმარა - წყვილი 18 წელი ცდილობდა შვილის ყოლას

ხელოვნური ინტელექტი

აშშ-ში ხელოვნურმა ინტელექტმა წყვილს შვილის ჩასახვაში დაეხმარა — 18 წელიწადი უშედეგო მცდელობებისა და 15 ინვიტრო განაყოფიერების შემდეგ. ამის შესახებ წერს CNN.

უნაყოფობის მიზეზი აღმოჩნდა აზოოსპერმია — პათოლოგიური მდგომარეობა, როდესაც მამაკაცის სპერმაში პრაქტიკულად არ მოიპოვება სპერმატოზოიდები. სტატისტიკის მიხედვით, დიაგნოსტირებული უშვილობის 10-15%-სწორედ აზოოსპერმიაზე მოდის და ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რთულად სამკურნალო ფორმად.

ჩასახვაში წყვილს დაეხმარა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც შექმნილია სპერმატოზოიდების აღმოსაჩენად ეაკულატში. მეცნიერები ამ სისტემაზე მუშაობდნენ 5 წლის განმავლობაში. პროექტს ჰქვია STAR – Sperm Track and Recovery (სპერმატოზოიდების ძიება და აღდგენა). STAR იყენებს ხელოვნურ ინტელექტსა და მიკროფლუიდურ ჩიპს: ერთ საათში სისტემა აკეთებს 8 მილიონზე მეტ მიკროსკოპულ გამოსახულებას და აფიქსირებს სპერმატოზოიდებს, რომლებსაც ხელით ანალიზით ვერ ხედავენ. 

მამაკაცის სპერმაში STAR-მა იპოვა საკმარისი რაოდენობის სპერმატოზოიდები ექოს ჩასატარებლად. რამდენიმე დღეში ორსულობის ტესტმა დადებითი შედეგი აჩვენა. ამჟამად ქალი მეოთხე თვეშია და მშობიარობა 2025 წლის დეკემბერშია დაგეგმილი.

ამჟამად ტექნოლოგია ხელმისაწვდომია მხოლოდ კოლუმბიის უნივერსიტეტში, თუმცა შემქმნელები გეგმავენ შედეგების გამოქვეყნებას და ინოვაციის ხელმისაწვდომობას ფართო საზოგადოებისთვის. პროცედურის ფასი STAR-ის გამოყენებით დაახლოებით 3000 დოლარია.

ამავდროულად, Microsoft აცხადებს, რომ მისი ახალი ხელოვნური ინტელექტი დიაგნოზებს სვამს ოთხჯერ უფრო ზუსტად, ვიდრე გამოცდილ ექიმთა ჯგუფი — თანაც 20%-ით იაფად.