15 სექტემბრამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის განსხვავებული წესი იმოქმედებს - დეტალები
1751710205
ირანის უზენაესი ლიდერი ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პირველად საჯაროდ გამოჩნდა - ის რელიგიურ ღონისძიებას დაესწრო.
ბოლო კვირების განმავლობაში, აიათოლა ალი ხამენეი, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, მხოლოდ წინასწარ ჩაწერილ შეტყობინებებს ავრცელებდა და საჯარო ღონისძიებებს არ ესწრებოდა. ამ დრომდე, მის შესახებ მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ იმყოფებოდა "უსაფრთხო ადგილას".
ისრაელის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ირანის სულიერი ლიდერის ლიკვიდირების სურვილი ჰქონდათ, თუმცა ამის შესაძლებლობა არ მისცემიათ.
ისრაელსა და ირანს შორის სამხედრო დაპირისპირება 13 ივნისს დაიწყო.