1781384192
კაცს 7 წელი კიბოს დიაგნოზით მკურნალობდნენ, თუმცა სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა (უცხოეთი)
დიდ ბრიტანეთში მამაკაცს შეცდომით დაუსვეს სისხლის კიბოს დიაგნოზი და შვიდი წლის განმავლობაში უშედეგოდ მკურნალობდნენ. ამის შესახებ BBC News-ი იტყობინება.
საიმონ პირსონმა ექიმებს პირველად 2017 წლის ნოემბერში მიმართა, იგი უჩიოდა დაღლილობას, ერითროციტების მომატებულ დონესა და რკინის მაჩვენებლების დარღვევას. მას დაუსვეს სისხლის ქრონიკული და ნელა პროგრესირებადი ონკოლოგიური დიაგნოზი.
მოგვიანებით დიაგნოზს ჰემოქრომატოზიც დაემატა, გენეტიკური დარღვევა, რომლის დროსაც ორგანიზმში ტოქსიკური რკინა გროვდება. მამაკაცი მუდმივ შიშში ცხოვრობდა, რომ პენსიამდე ვერ მიაღწევდა, და თავს დამნაშავედ გრძნობდა თავისი ვაჟების წინაშე (რომელთაგან ერთი 19 წლისაა, მეორე კი 16-ის). მას მიაჩნდა, რომ დაავადება მათ მემკვიდრეობით გადასცა.
მხოლოდ 2025 წლის ივნისში, შვიდწლიანი ტანჯვის შემდეგ, გეგმურ მიღებაზე მყოფმა მედდამ ეჭვი შეიტანა დიაგნოზის სისწორეში. ახალმა ტესტებმა აჩვენა, რომ პირსონს არცერთი მანამდე დადგენილი დაავადება არ სჭირდა.












