„ჯერჯერობით“ - მარკო რუბიოს პასუხი კონგრესმენის კითხვაზე, იცის თუ არა, რომ გრენლანდია დანიის ნაწილია

მარკო რუბიო

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, რომ დანიასა და გრენლანდიასთან მოლაპარაკებები კუნძულის „კოლექტიური თავდაცვის“ მიზნებისთვის გამოყენების შესახებ „სწორი მიმართულებით მიდის“.

წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის მოსმენაზე დასმული კითხვისას, დელავერის შტატის კონგრესმენმა, სარა მაკბრაიდმა რუბიოს ჰკითხა: „ვვარაუდობ, იცით, რომ გრენლანდია ნამდვილად დანიის ნაწილია?“, რაზეც რუბიომ უპასუხა: „ჯერჯერობით“.

მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ აწარმოებს მოლაპარაკებებს გრენლანდიასა და დანიასთან „ჩვენი საერთო კოლექტიური თავდაცვისთვის გრენლანდიის გამოყენებასთან დაკავშირებით“.

„ეს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საკვანძო ნაწილია. ჩვენ ახლა ვმონაწილეობთ ამ მოლაპარაკებებში და ვფიქრობ, ამ მიმართულებით კარგი პერსპექტივები გვაქვს“, - განაცხადა მან.