მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
იუტას სამხრეთით მდებარე სახლში ერთი ოჯახის 8 წევრი მოკლული იპოვეს, მათ შორის 5 ბავშვი იყო. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
გამოცემის ცნობით, ისინი ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ დახოცილები.
ადგილობრივ ხელისუფლებას მკვლელობის მოტივის შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუსაჯაროებია.
გარდაცვლილები მაშინ აღმოაჩინეს, როცა სამართალდამცველები სახლში შემოწმების მიზნით შევიდნენ.
მომხდართან დაკავშირებით, მწუხარება გამოთქვა იუტას გუბერნატორმა სპენსერ კოქსმა.