წვიმა, თოვლი, -7 გრადუსამდე ყინვა - 14 დეკემბრის მოსალოდნელი ამინდი საქართველოს რეგიონებში
1765655329
მესტიაში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელია.
დაკავებულებს ბრალს დღის განმავლობაში წაუყენებენ- შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.
დანაშაული ათიდან 15-წლამდე პატიმრობას ითვალიწინებს. ორმაგი მკვლელობა სვანეთში ბედობას მოხდა- მოკლულია ორი ახალგაზრდა.
დაპირისპირება სუფრაზე შელაპარაკებით დაიწყო, რის შემდეგაც მხარეებმა ცეცხლსასროლი იარაღით ერთმანეთს მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს. ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი საავადმყოფოში მიყვანისთანავე.