რესპუბლიკური საავადმყოფო სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
1790787653
თელ ავივის მიმართულებით მიმავალი „ფლაიდუბაის“ რეისის ინციდენტი ცხადყოფს, რომ ისრაელმა რეგიონის მასშტაბით სამხედრო კამპანიები უნდა გააძლიეროს, – ამის შესახებ ისრაელის უსაფრთხოების მინისტრმა, იტამარ ბენ გვირმა განაცხადა.
ისრაელის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ისრაელის უსაფრთხოების დოქტრინა ახალ საფეხურზე უნდა ავიდეს, ქვეყანა არ უნდა გაჩერდეს და უნდა განაგრძოს მოქმედება ირანში, ლიბანში, ღაზასა და იუდეა-სამარიაში სრულ გამარჯვებამდე.
ისრაელის მედიის განმარტებით, იუდეა და სამარია მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის ბიბლიური სახელწოდებაა. ამ ეტაპზე არ არსებობს მინიშნება, რომ ინციდენტი რომელიმე ორგანიზაციის ან სახელმწიფოს მიერ იყო მართული.
„დღეს დილით კიდევ ერთხელ შეგვახსენეს გულუბრყვილო რწმენის სიმცდარე, თითქოს ჩვენს მტრებს სიცოცხლე ძვირად უღირდეთ და მათ მიმართ შემწყნარებლობა უნდა გამოვიჩინოთ. ტერორიზმი ისეთი ბოროტებაა, რომელთანაც შეთანხმება შეუძლებელია. ერთადერთი გამოსავალი მისი დამარცხება და დედამიწის პირიდან აღგვაა“, – აღნიშნა იტამარ ბენ გვირმა.
პილოტებს შორის დაპირისპირების გამო, დუბაი-თელ ავივის რეისი საუდის არაბეთში დაჯდა. ინციდენტისას თვითმფრინავმა „უკანონო ჩარევისა“ და საგანგებო მდგომარეობის შესახებ სიგნალები გაგზავნა. მომხდარის შემდეგ თვითმფრინავი ტაბუის აეროპორტში დაეშვა.