ისრაელის პრემიერის ოფისი: ირანმა გასული კვირიდან ისრაელის მიმართულებით 400-ზე მეტი რაკეტა გაუშვა

ისრაელი

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, მას შემდეგ, რაც გასულ პარასკევს ისრაელმა ირანზე თავდასხმები დაიწყო, ირანმა ისრაელის მიმართულებით 400-ზე მეტი რაკეტა და ასობით დრონი გაუშვა.

ოფისის განცხადებით, თავდასხმები ისრაელის მასშტაბით 40 ობიექტს შეეხო, რის შედეგადაც საგადასახადო სამსახურში თითქმის ზიანის ანაზღაურების 19 000 მოთხოვნა შევიდა.

ამ დროისთვის, ისრაელში 24 ადამიანი დაიღუპა, 800-ზე მეტი დაშავდა და 3,800-ზე მეტი ადამიანი საკუთარი სახლებიდან იყო ევაკუირებული.

ირანის ხელისუფლების ცნობით, პარასკევის შემდეგ ირანში სულ მცირე 224 ადამიანი დაიღუპა.