ისრაელი აცხადებს, რომ გაანადგურა თვითმფრინავი, რომლითაც ალი ხამენეი სარგებლობდა

აიათოლა ალი ხამენეი

ისრაელის სამხედრო უწყება (IDF) აცხადებს, რომ გასულ ღამეს თეირანის მეჰრაბადის აეროპორტში გაანადგურა თვითმფრინავი, რომელსაც ირანის განსვენებული უზენაესი ლიდერი, ალი ხამენეი იყენებდა.

უწყების განმარტებით, ამ საჰაერო ხომალდით ასევე სარგებლობდნენ ირანის სხვა მაღალჩინოსნები და სამხედრო პერსონალი იარაღის შესყიდვისა და მოკავშირე ქვეყნებთან კოორდინაციის მიზნით.

IDF-ში აცხადებენ, რომ ისრაელის სამხედრო ძალების ერთ-ერთ მთავარ სამიზნედ კვლავ ირანული სარაკეტო გამშვები დანადგარები რჩება . ისრაელის ერთ-ერთი ანგარიშის თანახმად, ამ დროისთვის მათი 70% უკვე განადგურებული ან მწყობრიდან გამოსულია.