ვანგას 5 პროგნოზი, რომელიც მან 2025 წლისთვის იწინასწარმეტყველა
1749934555
ირანში ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა დაასახელეს. მედიის ინფორმაციით, იერიშების დაწყებიდან დღემდე 128 ირანელი დაიღუპა, 900-მდე კი დაშავდა.
BBC წერს, რომ ამ რიცხვის გადამოწმების საშუალება არ აქვთ, რადგან ირანში თავის კორესპონდენტებს ვერ აგზავნის.
ისრაელმა და ირანმა ერთმანეთის ტერიტორიაზე დარტყმების განხორციელება 13 ივნისს დაიწყეს. ისრაელელმა სამხედროებმა ირანზე თავდასხმა ქვეყნის ბირთვული პროგრამის განადგურებით მიზნით დაიწყეს, რის შემდეგაც ირანმა საპასუხო დარტყმების განხორციელება დაიწყო.