თამუნა მუსერიძე იმ ქალს, მიმართავს, რომელიც ამჟამად მისი ყოფილი მეუღლის გვერდითაა
1778442755
ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ორმხრივი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიუხედავად, თეირანის სამხედრო ძალები სრულ მზადყოფნაში რჩებიან და ისინი ვაშინგტონს მეტი სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. თუ ამერიკის შეერთებული შტატები თავდასხმებს განაახლებს, ირანის ისლამური რესპუბლიკა ახალი ტექნიკის გამოყენებით იმუქრება. ამასთანავე ჰორმუზის ბლოკადის ფონზე ირანის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელი, იმ ქვეყნებს, რომლებიც შტატების სანქციებს უჭერენ მხარს, საპასუხო ზომების მიღებას ჰპირდება.
"ვაფრთხილებთ მტრებს, თუ კიდევ ერთხელ მიმართავენ აგრესიას და დაუშვებენ წარსულის საბედისწერო შეცდომას, რომლის საფასურს ახლა იხდიან, ნამდვილად შეეჯახებიან სხვა მოულოდნელ პრობლემებს, ეს კი ნიშნავს ჩვენი შეიარაღებული ძალების ნებასა და სიმტკიცეს, ასევე თანამედროვე აღჭურვილობას და ომის განახლებულ მეთოდებს, ეს ნიშნავს, რომ ომი მტრისთვის წარმოუდგენელ სივრცეში გადაინაცვლებს. ამიერიდან, იმ ქვეყნებს, რომლებიც მხარს უჭერს ირანის წინააღმდეგ ამერიკის სანქციებს ჰორმუზის სრუტის გავლისას შეექმნება პრობლემები", - აცხადებს ირანის შეიარაღებული ძალების სპიკერი მოჰამედ აკრამინია.