იოჰან ვადეპული: დღეს მთელი მსოფლიო ვაშინგტონს უყურებს, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაზრდა

იოჰან ვადეპული

დღეს მთელი მსოფლიო ვაშინგტონს უყურებს, აუცილებელია რუსეთზე ზეწოლის გაზრდა, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იოჰან ვადეპულმა განაცხადა.

ვადეპულის თქმით, რუსეთის „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის“ დათმობებზე წასაქეზებლად საჭიროა მოსკოვზე ზეწოლის გაძლიერება და უკრაინისთვის დახმარების მიწოდების გაზრდა.

„ალბათ, არ იქნება გადაჭარბებული თუ ვიტყვით, რომ მთელი მსოფლიო ვაშინგტონს უყურებს. უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები ცენტრალურია, რადგან უკრაინას უნდა შეეძლოს ეფექტურად დაიცვას თავი ცეცხლის შეწყვეტისა და სამშვიდობო შეთანხმების შემდეგაც კი“, – განაცხადა ვადეპულმა ტოკიოში, იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრ, ტაკეში ივაიასთან ერთობლივ ბრიფინგზე.