„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორ ირაკლი ნატროშვილთან ერთად, ანაკლიის ბანაკს ესტუმრა, რომელიც წელს მეშვიდე ნაკადად თსსუ-ს სტუდენტებს მასპინძლობს.
მინისტრის მოადგილემ და თსსუ-ს რექტორმა სტუდენტებთან შეხვედრისას სამედიცინო უნივერსიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრეს. ამასთან, სტუდენტებს ახალგაზრდული ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერის კუთხით გადასადგმელი ნაბიჯები გააცნეს.
საუბარი შეეხო ისეთ თემებს, როგორიცაა განათლების სფეროში ხელოვნური ინტელექტის გამოყენება, კვლევითი ინსტიტუტების განვითარების პერსპექტივები, სამედიცინო სფეროში დეფიციტური პროფესიების ხელშეწყობა და სხვა.
შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში ჩატარდა და ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიეღოთ. ღონისძიების დასასრულს მინისტრის მოადგილემ ფეხბურთის ტურნირში გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვა.
ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტი იმყოფებოდა. 2025 წელს ბანაკი ჯამში 3000-მდე ახალგაზრდას მიიღებს.
სტუდენტებთან შეხვედრას ასევე ესწრებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ნინო ვიბლიანი და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ურუშაძე.