ინდოეთში ხანძარს 17 ადამიანი ემსხვერპლა - მათ შორის 6 ბავშვი

ინდოეთი

ინდოეთში ხანძრის შედეგად 17 ადამიანი, მათ შორის 5 წლამდე ასაკის 6 ბავშვი დაიღუპა.

ტრაგიკული შემთხვევა ჰიდარაბადში მოხდა. ცეცხლი შენობის პირველ სართულზე გაჩნდა და ზედა სართულებზეც მალევა გავრცელდა. მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა წინასწარი მონაცემებით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდი გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ ისინი კომპენსაციას მიიღებენ.