იაკუტიაში თვითმფრინავი ჩამოვარდა და აფეთქდა

იაკუტია

იაკუტიაში პარაშუტისტების გადამყვანი An-2 თვითმფრინავი ჩამოვარდა.  ინციდენტი აფრენისთანავე მოხდა: An-2-ის ძრავა გაფუჭდა. პილოტმა აეროპორტში დაბრუნება სცადა, მაგრამ თვითმფრინავმა სოფლიდან დაახლოებით ხუთი კილომეტრის დაშორებით მდებარე ტყეში ავარიული დაშვება განახორციელა. დაჯახებისას ბორტზე ხანძარი გაჩნდა.ინციდენტის დროს ბორტზე რვა ადამიანი იმყოფებოდა: ხუთი პარაშუტისტი, რომლებიც ტყეების პატრულირებისთვის მიემგზავრებოდნენ, და ეკიპაჟის სამი წევრი. ყველა მათგანი დამოუკიდებლად დაეშვა. ორი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით გადაიყვანეს.