რა უთხრა გია ჯაჯანიძეს ორნელა მუტიმ სკანდალური ეთერის დასრულების შემდეგ
1780341109
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ თუ „ჰეზბოლა“ არ შეწყვეტს ისრაელის ქალაქებსა და მოქალაქეებზე თავდასხმას, ისრაელი ბეირუთში სამიზნეებზე იერიშს მიიტანს.
„ჩვენი ეს პოზიცია უცვლელი რჩება“, – წერს ნეთანიაჰუ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე გააგრძელებენ ოპერაციას სამხრეთ ლიბანში, როგორც დაგეგმილი იყო.
ამასთან, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მინისტრი იტამარ ბენ გვირი ნეთანიაჰუს ტრამპისთვის უარის თქმისა და „ჰეზბოლასთვის“ დარტყმისკენ მოუწოდებს.
ბენ გვირმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს მიმართა და აღნიშნა, რომ ახლა დროა, ისრაელმა საკუთარი უსაფრთხოების ინტერესებით იხელმძღვანელოს.
„ბატონო პრემიერ-მინისტრო, თქვენ თქვით, რომ ძლიერი პრემიერი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ეუბნება „დიახ“, როცა ეს შესაძლებელია და „არა“, როცა ეს აუცილებელია. ახლა სწორედ ის დროა, როდესაც ჩვენს მეგობარს, პრეზიდენტ ტრამპს უნდა უთხრათ „არა““, – განაცხადა ბენ გვირმა.
მისი თქმით, ისრაელმა უნდა დაარტყას „ჰეზბოლას“, მეტი თავისუფლება მისცეს სამხედროებს და ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში უსაფრთხოება აღადგინოს.
ბენ გვირის განცხადება მას შემდეგ გავრცელდა, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან და „ჰეზბოლას“ წარმომადგენლებთან შუამავლების მეშვეობით გამართული კონტაქტების შედეგად მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.